„გავიკეთე როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტი და ორივემ მაჩვენა, რომ ვიყავი უარყოფითი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მაქვს კოვიდი“ - განაცხადა გადაცემა „დღის ამბებში“ „მედგიდის“ დამფუძნებელმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ.
„უცნაურია და კომიკური მე რომ დამემართა ასეთი რაღაც. კვირას დამეწყო სიმპტომები, წავედი და გავიკეთე სწრაფიც და პისიარის. არც ერთმა არ დამიდასტურა, ვიყავი უარყოფითი.
დარწმუნებული ვიყავი, რომ სეზონური გრიპი მქონდა“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵დღეიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება
🔵17 იანვარს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება