ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. სასულიერო პირი ამბობს, რომ დეკანოზ, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა "დააბრალეს".
„მოძღვარს, მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დააბრალეს, მაგრამ იქ რაღაც სხვა ფაქტორებიც იყო. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამოგარჩიონ და შენ დაგაბრალონ პატრიარქის მკვლელობა. რაღაც უნდა გააკეთო ყველა არ გამოდგება ასეთი ბრალდებისთვის, რომ მას უნდა მოეკლა პატრიარქი", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
ვინ არის ფოტოზე გამოსახული - „ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს წარადგენს
„ვისაც არ გსურთ ვაქცინირება, შეგიძლიათ სთხოვეთ საპატრიარქოს, შემოიღონ შეზღუდვა მსურველთათვის“
„ძნელია ამის გაგება“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
წყარო: tvpirveli.ge