Digest Logo

„ძნელია ამის გაგება“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1626762075
მწერალი, პროზაიკოსი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას საინტერესო ისტორიას უყვება, სადაც 1996 წლის 12 დეკემბერს მომხდარ ისტორიაზე წერს.

„თუ ვინმე მეტყოდა, შენი ცხოვრების რომელიმე წამი შეაჩერეო, სადაც რომ გავჯიუტდებოდი და მარადიულად გავიყინებოდი, იქნებოდა წამი, ვთქვათ 1996 წლის 12 დეკემბრის, ღამის სადღაც თორმეტის ნახევრის, როცა თითქოს შორიდან და ფეხაკრეფით, ისმოდა ბებიაჩემის ხვრინვა და დედაჩემი პაროლური მინიშნებით - იატაკზე ორჯერ დაკაკუნებით - მეორე სართულიდან დაწოლისკენ მოგვიწოდებდა.

ხოლო მე და მამა ვიჯექით ლამფასთან, უფრო სწორედ მამაჩემი ლამფასთან იჯდა და მე კედლის კუთხესთან და საკუთარ უცნაურად დაგრძელებულ ჩრდილს ვაკვირდებოდით და ვიცინოდით. ვიცინოდით ყველაზე უდარდელი და დიდი სიცილით, რომელიც თითქმის ჩამქრალ ცეცხლს, გაჭვარტლულ ლამპის შუშას, ხვალისთვის დიდ თასში გასარეცხად ჩალბობილ თეფშებს, ორი კვირის წინანდელ ჟურნალს, ჟურნალის გარეკანზე მგონი მერაბ სეფაშვილს, მერაბ სეფაშვილის გარეკანიან ჟურნალიდან მარჯვნივ, წყლის ბოთლზე მიყუდებულ ბაბუაჩემის სურათს, ემალამოტეხილ ჩაიდანს და ორ თითქმის ერთნაირ ვედროსაც აცინებდა. სიცილი თუ იყო, ეს იყო. სხვებისთვის უმიზეზო და გაუგებარი. ჩვენთვის დიდი და ბედნიერების ტოლი.

ძნელია ამის გაგება. თუ მოინდომებ - 1996 წლის 12 დეკემბერს, ღამის თერთმეტისთვის, პატარა ქალაქის მოგრძო ქუჩაზე ჩემი სახლის კარზე უნდა დააკაკუნო. არ მოგერიდოთ - ან მე გაგიღებთ ან მამაჩემი,“- წერს გიორგი კეკელიძე.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რომანი გიორგი კეკელიძესთან? რატომ ჩააბარა მამა პანსიონში და ვინ არის ნანიკო ხაზარაძის მეუღლე

უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი

დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ნოდარ მელაძის აქამდე უცნობი ამბები