თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემაში „ექიმები“ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და კოვიდ ისტორიის მძიმე დღეები გაიხსენა.
„ეს პერიოდი გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა. არ ვიცით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. ტკივილი მოიმატებს, თუ შემცირდება. თუ რა ტიპის ახალ პრობლემებთან მოგვიწევს შეჭიდება.
ბევრი მოულოდნელი სამწუხარო სიურპრიზი იყო… თირკმლის ზედა ჯირკვალმა საერთოდ ფუნქცია დაკარგა, საერთოდ გათიშული იყო. ვერ ვდგებოდი, ვერ ვმოძრაობდი. ხელებსაც კი, სრულფასოვნად ვერ ვიყენებდი.
დღის სხვადასხვა დროს სრულიად განსხვავებულად ვარ. მალე ვიღლები. დღის მეორე ნახევარში ენერგია აღარ მაქვს. გარეთ ძირითადად არ გავდივარ, მაგრამ თუ მიწევს, ერთსაათიანი შეხვედრაც კი გარეთ, ჩემთვის დიდი გამოწვევაა“, - ამბობს თინა ხიდაშელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“