Digest Logo

„გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“

1631479310
თინა ხიდაშელი და გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ პოსტკოვიდურ პერიოდზე საჯაროდ საუბრის გამო, პოლიტიკოს თინა ხიდაშელს, მადლობა გადაუხადა. ფხაკაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა აცრისკენ და ხაზი გაუსვა რომ ვაქცინა გრძელი კოვიდისგან 50%-ით იცავს.

„პატივს ვცემ ქალბატონ თინას, რომ ასე საჯაროდ ისაუბრა ყველა პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე (გრძელ კოვიდზე).

კოვიდის გადატანა (7-24 დღეში) ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ.

პფაიზერი და მოდერნა არ არიან უკვდავების ელექსირი, მაგრამ დაგიცავთ (არა 100%-ით) ვირუსისგან და თუ დაგემართათ ვირუსი, 50%-ით დაგიცავთ გრძელი კოვიდისგან აიცერით, სანამ დროა …“ - წერს ფხაკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ლაშა ტალახაძე შვილებზე: მათზე კარგი არაფერი გამიკეთებია

ქალი, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს, ტყუპის დედა გახდა - „ამაზე ვერც ვიოცებებდი“

„მალავენ იმ ფაქტს, რომ ვახო 11-ში შევიდა საავადმყოფოში“ – რას წერს ვახო ჩარკვიანის და