Digest Logo

🎥 VIDEO: „იგი იყო ახალგაზრდებისათვის მაგალითის მიმცემი, საქმისადმი ერთგული და თავდადებული, კოლეგების მიმართ კი მეგობრული“ - როგორ ემშვიდობებიან ვაჟა ნიკოლაშვილს

1645617353
ვაჟა  ნიკოლაშვილი

საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი, ადამიანი, რომლის სპექტაკლებზე სამცხე-ჯავახეთის მრავალი თაობა აღიზარდა, გარდაიცვალა. ვაჟა ნიკოლაშვილის მოულოდნელმა სიკვდილმა საზოგადოების დიდი ნაწილი შეძრა. ნათესავები, ახლობლები, კოლეგები და ნაცნობები მას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

„ვაჟა ნიკოლაშვილი ჩვენი ტკივილია. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მსახიობი, სახელმწიფო თეატრის აღდგენისა და განახლების ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქალაქ ახალციხის კოლორიტი ბ-ნი ვაჟა ნიკოლაშვილი.

მრავალი წლის განმავლობაში ვაჟა ნიკოლაშვილმა თავისი შემოქმედებითი საქმიანობით უდიდესი წვლილი შეიტანა მესხეთის თეატრის განვითარების საქმეში, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის მაყურებლის დიდი სიყვარული და აღიარება დაიმსახურა. მას შექმნილი აქვს მრავალი საინტერესო, ერთმანეთისაგან განსხვავებული სხვადასხვა ჟანრის როლები.

იგი იყო ახალგაზრდებისათვის მაგალითის მიმცემი, საქმისადმი ერთგული და თავდადებული, კოლეგების მიმართ კი მეგობრული. მესხეთის თეატრისათვის დიდი დანაკლისია მისი მოულოდნელი გარდაცვალება. ქალაქს კი დააკლდა კიდევ ერთი უნიჭიერესი და სამცხე-ჯავახეთზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება“, - წერია სამძიმრის წერილში.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ვაჟა ნიკოლაშვილის გარდაცვალების გამო.

ვაჟა ნიკოლაშვილს მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობის მანძილზე შექმნილი აქვს არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი როლი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის განვითარებაში.

ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვაჟა ნიკოლაშვილს მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, ასევე, იგი არის ღირსების ორდენის კავალერი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - წერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ის ჩემს ქორწილში დოლზე უკრავდა, მე კი მის დაკრულზე ვცეკვდი“- ც/მ. #სამძიმარი.

„კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“.

მ ე ს ხ ე თ ი ს თეატრის ცნობილი მსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ყველასათვის საყვარელი ვ ა ჟ ა ნიკოლაშვილი, მოულოდნელად გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, სამცხე-ჯავახეთს, ჩემს საყვარელ ახალციხეს და მესხეთის თეატრის, ვის სპექტაკლებზეც გავიზარდე.

არასოდეს არ დამავიწყდება, მის მიერ შესრულებული როლები. ბოლოს, სამი თვის წინ ვნახე, მხნედ და ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

მიიღეთ ჩემი სამძიმარი, ჩემო მესხებო, ბატონი ვაჟას ოჯახის წევრებო, მეგობრებო, კოლეგებო, თანაქალაქელებო!
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს- ახალციხეს, მასზე იტყვიან.

ნათელში იყოს მისი სული. კარგი იქნება,თუ მისი სახელობის ქუჩა და მემორიალური დაფა გაიხსნება. პატივისცემით, ციური მესხიშვილი სიყვარულის საელჩო“, - წერს ციური ასპანიძე.

„მაპატიეთ მეგობრებო, აუტანელია…. დაუჯერებელი….

მის. თბილისი, პეკინის #45, ( გაგარინის მოედანზე) 1 სად, 2 სართ.

გამოსვენება შაბათს, საბურთალოს სასაფლაო, წმ. ნინოს სახ. ტაძრიდან“, - წერს გარდაცვლილის შვილი, ანა ნიკოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„შიშველი, დამცირებული, დამონებული“ - ნუცა შანშიაშვილის პიკანტურმა ფოტოებმა საზოგადოება აღაშფოთა

🔵„რუსული ბანძი მუსიკაც უნდა აიკრძალოს და რუსული არხებიც მიჰყვეს. რუსული პროდუქტიც!“ - მაია დარსმელიძე

🔵VIDEO: „ჩემი ქმარი იყო ჩემი ცოლი, წინა ცხოვრებაში! მე დავტოვე ჩემი სხეული“ - რას ჰყვება მარიამ ციმინტია

🔵„კარგი იქნება ერთხელ მაინც, საქართველომ გააკეთოს ის, რაც თითქმის არასდროს გაუკეთებია” – რას წერს ზაზა წერეთელი