მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში მოსკოვის გამზირის კიევის გამზირად გადაკეთების გარდა, ქვეყანაში რუსული მუსიკის მოსმენა და რუსული ტელევიზიების ყურებაც უნდა აიკრძალოს. გარდა ამისა, ამბობს, რომ საქართველოში რუსული პროდუქციაც არ უნდა გაიყიდოს.
„მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მხოლოდ მოსკოვის გამზირის კიევის გამზირად გადაკეთების იდეა არ მყოფნის.
რუსული ბანძი მუსიკაც უნდა აიკრძალოს და რუსული არხებიც მიჰყვეს. რუსული პროდუქტიც!
ჩვენ არ ვართ და არ ვიქნებით რუსეთი!“, - წერს მაია დარსმელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵როგორ ავირიდოთ შაკიკი, ჩიყვი და კანის უამრავი ტიპის დაავადება - ექიმი მარინა ტოტოჩავას განმარტება