Digest Logo

video: ორიგინალური ხელის თხოვნა რუსთავში

1616273571
ორიგინალური ხელის თხოვნა

გვანცა ორველაშვილის და გიორგი კობაიძე ის წყვილი, რომლებსაც მთელი საქართველო დღევანდელი დღის შემდეგ გაიცნობს. საქმე იმაშია რომ ისინი დიდი ხანია შეყვარებულები არიან. ერთ დღესაც მათ პარაპლანით ფრენა გადაწყვიტეს.

ეს ფრენა ორმაგად ემოციური იყო გვანცა ორველაშვილისთვისა და გიორგი კობაიძისთვის, რომელმაც საყვარელ ქალს ცხოვრების ბოლომდე მისი მეგზურობა სწორედ ფრენის შემდეგ შესთავაზა.

ხელის თხოვნის პროცესს, რომელსაც გვანცა არ ელოდა, გიორგი თითქმის ორი თვის განმავლობაში გეგმავდა. გეგმის მიხედვით, იაღლუჯის მთიდან პირველი „Xcaucasus-ის“ პილოტთან ერთად გვანცა უნდა გამოფრენილიყო. შემდეგ უნდა ეფრინა გიორგის, რომელიც დაშვების დროს საავარიო სიტუაციას გაითამაშებდა და შეშინებულ შეყვარებულს ხელს სთხოვდა.

ფრენისთვის შეუფერებელი ამინდის გამო, გიორგის გეგმები ლამის წყალში ჩაეყარა. თუმცა უამინდობის გამო ხელის თხოვნის გადადებას არ აპირებდა და დრო იქამდე გაწელა, სანამ ქარი არ ჩადგა და ფრენა შესაძლებელი არ გახდა.