
ქართველი ასტროლოგი, მარიამ შუკაკიძე ასტროლოგიურ პროგნოზებზე პერიოდულად უზიარებს რჩევებს საზოგადოებას. მას აქვს YouTube-ის საკუთარი არხი, სადაც ვიდეოებს აქვეყნებს მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებსა და მათი გავლენის შესახებ ზოდიაქოს ნიშნებზე.
ამჯერად იგი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, ახლა საბედისწერო და რევოლუციური პერიოდია და მთელი სექტემბერი იქნება კარმული და ტრანსფორმაციული პერიოდი.
„საბედისწერო პერიოდია, მაგრამ სექტემბერში უფრო საბედისწერო იქნება, რადგან გვაქვს დაბნელებები. გვაქვს გარდამტეხი და რევოლუციური პერიოდი.
ახლა გვაქვს მზე ურანის დაპირისპირება, რაც იწვევს დაძაბულობას, გაუგებრობას, ნევროზულობას და სიახლეების სურვილს.
წელს არის 9-იანი წელის, რაც აჩაღებს ახალ კონფლიქტებს და ამავდროულად გვეხმარება ძველი კონფლიქტების დასრულებაში.
ახლა არის კარმული წელი, რომელიც გაძლევთ საშუალებას დაამთავროთ კარმული სიტუაციები იმისთვის, რომ 2026 წელს ახალი ენერგიებით შეხვიდეთ, რადგან ეს წელი იქნება ახალი ეპოქის დასაწყისი“, - ამბობს ასტროლოგი.
🌞
დედამიწა შედის ახალ ვიბრაციებში, რომლის პიკიც იყო 12 აგვისტოს. შეგიძლიათ ილოცოთ, გააკეთოთ წმენდითი რიტუალი, რადგან ახლა მესამე თვალი განსაკუთრებით აქტიურდება.
ამ ვიბრაციული პერიოდიიდან გამომდინარე მისტიური პერიოდია. თუ გქონდათ ძილიანობა, დაღლილობა სწორედ ამ რხვებიდან არის გამოწვეული.
🌑 მარსი იუპიტერის დაპირისპირება და რუსეთ-უკრაინის ომი
ეს ომი დამთავრდება აუცილებლად ამ წელს, რადგან არის კარმული წელი. უკრაინას მოუწევს რაღაც ტერიტორიების დათმობა.
ახლა გვაქვს მარსი იუპიტერის დაპირისპირება, კი გადაწყდება პოლიტიკური საკითხები, თუმცა არც ისე გლობალურად, როგორც ჩვენ გვგგონია. მარსი იუპიტერის დაპირისპირება ყოველთვის შემოიტანს ხოლმე გარკვეულ იმედგაცურებას და შეიძლება ეს ყველაფერი ისე გადაწყდეს, რომ არც ერთი მხარე (რუსეთი, უკრაინა, ევროპა) არ დარჩეს კმაყოფილი, ეს არის უკმაყოფილების პერიოდი.
გაჭიანურდება მოლაპარაკების პროცესიც, არ არის მარტივი პერიოდი განსაკუთრებით კი უკრაინისთვის და ზელნსკისთვის.
დიდი შანსია, დასრულდეს ეს ყველაფერი სექტემბრამდე, ან სექტემბერში მაინც, რადგან 7 - 21 სექტემბრის ჩათვლით გვაქვს დაბნელებები, რაც რთული პერიოდია, ამაზე რთული პერიოდი ამ წელში აღარ იქნება.
🌕 23 აგვისტო
გვაქვს ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში - ეს არის კარგი პერიოდი დალაგებისთვის, დაგეგმისთვის და გეგმების ჩამოსაწერად, ასე შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ლოგიკური სურვილები. კარგი პერიოდია ჩამოვწეროთ და გავიაზროთ რა გვინდა.
ამ პერიოდში კარგია ისეთი ნივთების მოშორება, რომელსაც არ იყენებთ.
მარსი ნეპტუნის დაპირისპირება
ამ პერიოდში მატულობს ნეგატიური აზრები, ეჭვიანობა, ჩაციკვლები - მნიშვნელოვანია არ აჰყვეთ ამ ყველაფერს შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
ასევე, იქნება წყალდიბობები და ამინდის ცვლილებები.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ფერისცვალება ჩემი მთავარი დღესასწაული... მხოლოდ ცოცხლების დღესასწაული“ - გიორგი კეკელიძე