ერთ-ერთი რეიტინგული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონს 18 სექტემბერს იწყებს. მე-18 სეზონი ყოველ შაბათს და კვირას გავა „ფორმულას" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ „ჩცდ" ჩიკამ და ცოტნემ დატოვეს. მსახიობები, ანა ჩირაძე და გიორგი ბახუტაშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის გუნდს შეუერთდნენ. ორივე სხვადასხვა მეგაპროექტის წამყვანის ამპლუას მოირგებს.
რაც შეეხება სერიალში მათი გმირების, ჩიკასა და ცოტნეს გაუჩინარებას: ჩვენი ინფორმაციით, ჩიკა კვდება. რაც შეეხება ცოტაშვილს, ეს არის პერსონაჟი, რომელსაც სერიალში ბევრჯერ „დავემშვიდობეთ”, თუმცა ტრანსფორმაციის რამდენიმე ეტაპი გაიარა და ახალ-ახალი დრამით ისევ დაბრუნდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ჩიკამ და ცოტნემ „ჩემი ცოლის დაქალები“ დატოვეს – ნახეთ, რა გახდა ამის მიზეზი
🔵ვის ეკუთვნის სინამდვილეში „ჩიკას სახლი“, სადაც „ჩცდ“-ს გადაღებები მიმდინარეობდა