სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” მე-18 სეზონს 18 სექტემბრიდან განაახლებს. საყვარელ სერიალს კვირაში ორჯერ იხილავთ.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ჩცდ ჩიკამ და ცოტნემ დატოვეს. მსახიობები, ანა ჩირაძე და გიორგი ბახუტაშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის გუნდს შეუერთდნენ. ორივე სხვადასხვა მეგაპროქტის წამყვანის ამპლუას მოირგებს.
რაც შეეხება სერიალში მათი გმირების, ჩიკასა და ცოტნეს გაუჩინარებას: ჩვენი ინფორმაციით, ჩიკა კვდება. რაც შეეხება ცოტაშვილს, ეს არის პერსონაჟი, რომელსაც სერიალში ბევრჯერ “დავემშვიდობეთ”, თუმცა ტრანსფორმაციის რამდენიმე ეტაპი გაიარა და ახალ-ახალი დრამით ისევ დაბრუნდა.
„პრაიმტაიმთან“ პროდიუსერი ირაკლი საღინაძე კი ამბობს, რომ დანაკლისად არ აღიქვამს, მათ წასვლას, თუმცა მაყურებელი, არა მგონია, ასე ფიქრობდეს.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვის ეკუთვნის სინამდვილეში „ჩიკას სახლი“, სადაც „ჩცდ“-ს გადაღებები მიმდინარეობდა
🔵გარდაცვლილი და, ბიზნესმენი მამა და მოულოდნელი ქორწინება - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი
🔵მე და ნოეს ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მაშინ დამთავრდა, როდესაც… მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ
წყარო: primetime.ge