27 წლის მამაკაცის მშობლები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კენჭოშვილს ბიზნესი ჰქონდა და ძმებ ზვიადაურებთან სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გამო მოხდა.
„ჩვენი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, ჩვენთვის მთავარია, ნიკას ცილი არ დასწამონ. რა ბიზნესი, რის კრიმინალი? ისეთი კეთილი ბავშვი იყო. ფიზიკურად შრომობდა. სწავლა დაამთავრა, თუმცა ხელობა ეხერხებოდა და ბიძაშვილებთან ერთად სამუშაოდ წავიდა. ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში. მე ამ სპორტსმენებით ვამაყობდი, მაგათი დედებიც ძალიან მეცოდება. წარმომიდგენია რა დღეში არიან, მაგრამ რატომ მივიდნენ 27 წლის ბიჭთან ამხელა კაცები, ასეთი საშინელებებით",- აცხადებს გარდაცვლილის დედა.
კენჭოშვილის ოჯახის წევრების თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი იტყუება, როცა ამბობს, რომ დაჭრილები საავადმყოფოში პირადად მიიყვანა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „ზვიადაურით ვამაყობდი“ - მოკლული კენჭოშვილის მამა
წყარო: tvpirveli.ge