Digest Logo

🎥 VIDEO: „ზვიადაურით ვამაყობდი“ - მოკლული კენჭოშვილის მამა

1629374527
კენჭოშვილის მამა

წინანდალში სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახის წევრები სამძიმარს უცხადებენ დაღუპულების ოჯახებს. გარდაცვლილის მამამ „ტვ პირველს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

„ჩემი შვილი მშრომელი, პატიოსანი ბიჭი და ვაჟკაცი ადამიანი იყო. წინანდალში ჩასული იყო იმისთვის, რომ ემუშავა და ფინანსურად დახმარებოდა ოჯახს. ფიზიკურად შრომობდა, რა ბიზნესს წილები? მე ზვიადაურით ვამაყობდი. ამ ადამიანზე არაფერი ვიცი, ალბათ, მოიქცა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, მაგრამ მას შეეძლო, უფრო მეტი გაეკეთებინა თავიდანვე. იმ ოჯახს მინდა, პირველ რიგში, მივუსამძიმრო, ვხდები, იქაც რა ხდება",- აცხადებს გარდაცვლილის მამა.

ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, სწორედ ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

ამავე თემაზე👇

🔵ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვას დაესწრება

🔵„კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება...“ - რას წერს გელა დაიაური ზურაბ ზვიადაურის შესახებ

🔵„გამაგრდი, ახლა მის 4 შვილს სჭირდები"- ვინ იყო ზურაბ ზვიადაურის ძმა, რომელიც გუშინ მოკლეს

წყარო: tvpirveli.ge