გადაცემა „ჩათის” თანაწამყვანმა მარიამ გულედიანმა სტუდიაში ბაბუა - მურთაზ გულედანი მიიყვანა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რა დროსაც ერთმანეთს გულახდილად ესაუბრნენ.
„ბავშვობაში ღამის გეშინოდა. ისე არ დაიძინებდი, რომ ზღაპარი ან რამე არ მოგვეყოლა… ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი იცით, მეტი თავისუფლება გაქვთ. ერთი ისაა, რომ ზღვარი გაქვთ დაკარგული და მათ შორის შენც, თავნებობასა და თავისუფლებას შორის, ეს ორი სხვადასხვა კატეგორიაა, ყოველთვის გეუბნებოდი ამას… შენ თვითონ ითამამებ შენს თავს და ჩვენ ვართ ამ სითამამეში მომსახურე პერსონალი… რაზედაც შენ ლაპარაკობ, იმის უფრო სიღრმისეული გაგება არსებობს“, – განუცხადა მურთაზ გულედანმა შვილიშვილს.
– შენი აზრით, მე ძაღლები უფრო მიყვარს თუ ადამიანები? – ჰკითხა მარიამმა ბაბუას, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო:
-ამ სტადიაზე ძაღლები, რადგან ისინი პასუხს არ გცემენ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: ბადრი შუბლაძე და მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
„ქუსლებიდან ჩამოდით” - ალექსანდრა პაიჭაძემ ფეხი მოიტეხა (ფოტო)
„ავრორამ“ კი არა, კოვიდმა გაისროლა საქართველოსთვის“ - ზაზა წერეთელი