Digest Logo

ვინ არის ქალი, რომელმაც „აიცერი და მოიგეში" 100 000 ლარი მოიგო

1641625703
ანა ნოზაძე

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის „აიცერი და მოიგეს" შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართა. 122  349 ვაქცინირებულ ადამიანს შორის, ყველაზე იღბლიანი 27 წლის ანა ნოზაძე აღმოჩნდა. ის „პფაიზერის" ვაქცინით ზაფხულში ბათუმში დასვენების დროს აიცრა.

ანა მშობლებთან და ძმასთან ერთად ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. ის დროებით უმუშევარია, მოგებული თანხით კოსმეტოლოგიური კაბინეტის გახსნას გეგმავს.

ახალი წლის ღამეს მოგებული 100 ათასი ლარი ანა ნოზაძეს 7 იანვარს გადაეცა. ამით ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია „აიცერი და მოიგე" დასრულდა. ლატარია 13 სექტემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით იმართებოდა.

მთლიანობაში მოგებულია 2 მილიონ 700 ათასი ლარი, რომელიც გადანაწილდა 17 055 ვაქცინირებულ მოქალაქეზე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ამდენს სხვა კაცს არ მოვუთმენდი, ამას კიდევ თვალებში შევციცინებ“ - ვისზე წერს ნუკი კოშკელიშვილი

🔵„მწვანე პასპორტი მხოლოდ ბუსტერით აცრილებზე და ნეგატიური ტესტის მქონეებზე უნდა გავრცელდეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„მკვდარი ეგონა და მისი ტანსაცმელი დამარხა, რათა დედას შვილის საფლავი ჰქონოდა... “ - თამო კეშელავას ემოციური წერილი

🔵ელექტრომომარაგება შეიზღუდება - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

🔵საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გარდაიცვალა

წყარო: rustavi2.ge