
დღეს, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
ის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარმილიონ დოლარს ითხოვს.
„კურიერის“ ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირი მთავარ ფილიალში შეიჭრა.
დავიწყებ მძევლების დახოცვას! – ამბობს ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელი. მისი თქმით, თუ ორ საათში ყველა მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ, ის იარაღს გამოიყენებს.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელი მძევლების საშუალებით გადის მედიასთან და პოლიციასთან კონტაქტზე.
„სამედიცინო დამხარება ჯერჯერობით არავის სჭირდება. ფსიქოლოგიურად კი ყველას მდგომარეობა მძიმეა.
თავდამსხმელი ადგილზე ნაღდი თანხის მოტანას ითხოვს, აგრეთვე, ამბობს, რომ ვერტმფრენის დასმა ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია“, - ამბობს „მთავართან“ საუბრისას მძევალი.
მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელის პირველი მოთხოვნაა სპეცრაზმმა დატოვოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია.
„თუ მისი მოთხოვნა ასრულდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მძევლები გადარჩებიან“,- ამბობს მძევალი.