Digest Logo

ვინ დაიქირავა ქილერი ნიკო კვარაცხელიას მოსაკლავად - და რას ამბობს კაკულიების ოჯახის მოძღვარი?

1631903292
ნიკო კვარაცხელია

მძიმე ბრალდებას, რომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას შვილებმა დაუკვეთეს,  კაკულიების ნათესავები უპასუხოდ ტოვებენ.

„კურიერი“ თბილისში და წყნეთში, 20 წლის წინ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას სახლებში იმყოფებოდა.

ერთადერთი, ვინც 22 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის გავრცელებულ ვერსიას უარყოფს, კაკულიების ოჯახის მოძღვარია.

ის ადასტურებს მამების - 2 კრიმინალური ავტორიტეტის გია კვარაცხელიასა და დავით კაკულიას კონფლიქტს, თუმცა ამბობს, რომ დაპირისპირება შერიგებით მანამ დასრულდა, ვიდრე კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მოსკოვში ააფეთქებდნენ.

მამა ლევან ფირცხალაიშვილი კაკულიას შვილების მხრიდან კვარაცხელიას შვილზე მამის გამო ანგარიშსწორების ვერსიას გამორიცხავს.

ვინ მოკლა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გია კვარაცხელიას 22 წლის შვილი - გამოძიებამ მკვლელობის შემსრულებლის ვინაობა იცის.

მკვლელობის ადგილთან ახლოს, მახარაძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას პანაშვიდი მიმდინარეობს. იტალიიდან საქართველოში ჩამოვიდა მოკლულის დედა. მკვლელობის მოტივზე მოკლული ახალგაზრდის ახლობლები ვერც თბილისში და ვერც წალენჯიხაში ამ დრომდე ვერ საუბრობენ.

რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია - მთავარ შეკითხვას სავარაუდოდ გამოძიება უპასუხებს, რომელიც რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„უცებ რომ გამოაცხადო - ბოდიში და უკანალს არადანიშნულებისამებრ იყენებ - აუარება ხალხი გამოჩნდება, ვინც იტყვის: „ვაა რა მამაცი ხარ!“

🔵„კეტო დიეტის შემდეგ უფრო მეტს მოიმატებთ“ - წონაში დასაკლებად აი, ეს საკვები უნდა მიიღოთ

🔵„არ მიიღოთ ეს მედიკამენტები, ისინი ხელს უწყობენ დაავადების დამძიმებას“ - ალექსანდრე გოგინავა

წყარო: rustavi2.ge