Digest Logo

🎥 „არ მიიღოთ ეს მედიკამენტები, ისინი ხელს უწყობენ დაავადების დამძიმებას“ - ალექსანდრე გოგინავა

1631888401
გოგინავა_ალექსანდრე

რა მედიკამენტები არ უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა სახლში და რა გამოკვლევები სჭირდება ინფიცირების დროს - ამ საკითხზე  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.

„მინდა, ვთხოვო მოსახლეობას, რომ თვითნებურად არ მიიღონ გარკვეული მედიკამენტები. ეს ეხება განსაკუთრებით ანტიბიოტიკებს, ანტიკოაგულანტებს ე.წ სისხლის გამათხელებლებს. ეს ეხება ასევე ჰორმონ „დექსამეტაზონს“ ან სხვა სტეროიდულ საშუალებებს. ამ პრეპარატების დანიშვნას აქვს თავისი გაწერილი ჩვენება, ისინი ძირითადად საჭიროა, როცა პაციენტი არის სტაციონარში და დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ხშირად დაავადების პირველ კვირაში იწყებენ ამ მედიკამენტების მიღებას და ეს შემდეგ პირიქით, ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას“, - განაცხადა გოგინავამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველაზე მეტად ვინც ელოდა ვერ დაელოდა, მის გარეშე ვერ იცოცხლა“ - ნინო დარასელი

🔵„მომეცი პირობა, რომ თუ დამჭირდა, ამის ხელში არ ჩამაგდებ“ - ჭიაბერაშვილი რატიანს უპირისპირდება

🔵„ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ხატის წინაშეც ვიყვირე...“ - თიკო ჩხეიძე შვილის ტრაგიკულად გარდაცვალებაზე