Digest Logo

ვინ მიიღებს წინასაახალწლოდ დახმარებას თბილისის მერიისგან?

1606911985
საჭმელების სია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საახალწლო სოფელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ  პანდემიის გამო, ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით საახალწლო სოფელი არ ჩატარდება.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში დასახარჯი ფული მიმართული იქნება გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად და თბილისის მერია წინასაახალწლოდ უმწეო მოხუცებსა და გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებით დაეხმარება.

„დაიჯესტი“ აღნიშნულ ინფორმაციაზე დამატებითი დეტალების გარკვევას თბილისის მერიასთან შეეცადა.

როგორც თბილისი მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა განაცხადა, მერია წინასაახლწლოდ დაეხმარება მარტოხელა სოციალურად დაუცველ მოხუცებს.

„უკვე 10 000 ადამიანია სიაში, რომლებიც წინასაახალწლოდ მიიღებენ დახმარებას, აქ კონკრეტულად საუბარია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებზე, რომლებიც თბილისიში ცხოვრობენ. პროდუქტების დარიგება ამ კვირის ბოლოდან დაიწყება“- ამბობს „დაიჯესტთან“ მანანა თოქმაჯიშვილი.

ასევე, თბილისის მერიის ინფორმაციით, შეიქმნება პლატფორმა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები დარეგისტრილდებიან, ვისაც ექნება სურვილი ჩაერთოს აღნიშნულ ღონისძიებაში და დაეხმაროს მარტოხელა მოხუცებს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

კიდევ რამე ხო არ გჭირდებათ? - რას პასუხობს მიტროპოლიტი ჟურნალისტს

კალაძის შვილი ნაძვის ხესთან თამაშობს - ვიდეო

გავხდი მსხვერპლი, იმისათვის რომ ეს დამოკიდებულება დავამარცხო... - ფაცაციას აღიარება