თავდამსხმელმა სამი მძევალი დაიტოვა, მათგან ერთი სამხარეო პოლიციის უფროსია, ავთანდილ გალდავა, რომელიც თავდამსხმელმა ხელშეკრული გაიყვანა ორ მძევალთან ერთად.
ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალდავასთან ერთად შესაძლოა, კიდევ 2 სამართალდამცველი იყოს.
მეორე ვერსიის თანახმად, ერთი მძევალი სამხარეო პოლიციის უფროსია, ორი კი იმ მძევლებიდან, რომლებიც თავდამსხმელმა დილიდანვე აიყვანა.
როგორც ცნობილია, გალდავა იყო მომლაპარაკებელი, რომელიც უშუალოდ მას ეკონტაქტებოდა.
ბანკიდან გასვლის წინ, თავდამსხმელს ხელში ეჭირა გახსნილი ხელყუმბარა და თან აქვს ფული, რომელიც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, მძევლების გათავისუფლების მიზნით მომლაპარაკებელმა გადასცა.
ავთანდილ გალდავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსია. აღნიშნულ თანამდებობაზე ის 2019 წელს დაინიშნა.
2017 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, მანამდე თბილისის პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში მუშაობდა.