2021 წლის 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად ველისციხეში, ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა , - ამის შესახებ ინფორმაციას „სტუდია მონიტორი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, მათ წყარომ მიაწოდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები „მარან ველისციხურში“ სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „დაიჯესტმა“ დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიმართა. ცენტრში განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.
„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი, თანამშრომლებთან ერთად, 24-ში წინანდალში, კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე, ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25-ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები. მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“, - განუცხადა ნინო მამუკაშვილმა „დაიჯესტს“.
ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებდა რომ პანდემიის დროს თავშეყრებისა და სუფრებისგან თავი შეეკავებინათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„შევეცდები, აგიხსნათ, თუ რა არის ასეთი მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი“ - აკაკი ავალიანი
🔵„ამ კვირაში 3 ურთულესი დღეა“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს