2021-2022 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება, 2021 წლის ბოლო სასწავლო დღე 29 დეკემბერი იქნება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს 10 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.
სკოლებში სწავლის დაწყების და სეზონური არდადეგების განრიგი მინისტრის სპეციალური ბრძანებით არის დადგენილი, რომლის შესაბამისად, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გრძელდება. ვინაიდან წელს 15-16 იანვარი შაბათი და კვირაა, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 17 იანვარს, ორშაბათს განახლდება.
კერძო სკოლები არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ.
ასევე იხილეთ:
„შეიძლება ამ თვის ბოლოს საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები გამოვლინდეს“ - ალექსანდრე გოგინავა
წყარო: edu.aris.ge