ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ომიკრონის შტამით გამოწვეული ყოველდღიური შემთხვევების მატების გამო, პრემიერმა ბორის ჯონსონმა 1 საათის წინ გამოაცხადა, რომ ქვეყანა აცხადებს „ემერჯენსი“ მდგომარეობის მეოთხე დონეს.
„ბრეიქინგ ნიუსი!!! გაერთიანებულ სამეფოში, ომიკრონის შტამით გამოწვეული ყოველდღიური შემთხვევების მატების ტემპის გამო, პრემიერმა ბორის ჯონსონმა 1 საათის წინ გამოაცხადა, რომ ქვეყანა აცხადებს „ემერჯენსი“ მდგომარეობის მეოთხე დონეს, გავრცელების ტემპით შექმნილი საშიშროების გამო.
ქვეყანა ვარაუდობს, რომ ომიკრონის ტალღა ძალიან ძლიერი იქნება ინფიცირებულების დიდი რაოდენობით. Tidal wave, ასე დაახასიათა მან შესაძლო სცენარი. ეს გამოთქმა ნიშნავს მოქცევის ტალღა - რაღაც უზარმაზარი, განსაკუთრებით რაოდენობით ან მოცულობით შესაბამისად იმისათვის, რომ მოხდეს ამის თავიდან აცილება ხვალიდან ყველა მოქალაქეს 18 წლის ზემოთ შესთავაზებენ ბუსტერ დოზას, მეორე ვაქცინაციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.
იმისათვის, რომ დაჩქარდეს ბუსტერ დოზის გაკეთება დამატებითად
1) სამხედროების 42 გუნდი განლაგდება ყველა რეგიონში
2)ინგლისის მასშტაბით შეიქმნება დამატებითი ვაქცინის ადგილები და მობილური განყოფილებები
3)კლინიკების სამუშაო საათები გახანგრძლივდება
4)კიდევ ათასობით მოხალისე ვაქცინატორი გადამზადდება.
ასე სერიოზულად უყურებენ სერიოზული ქვეყნები შექმნილ სიტუაციას, მაგალითისათვის გუშინ, გაერთიანებულ სამეფოში 500 000 ბუსტერ დოზა გაკეთდა და ახალ მოსახლეობის 40%-ს აქვს უკვე ის გაკეთებული“, - წერს ზაზა წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო და ცოტა რამ მის უიღბლო სიყვარულზე