ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს დაღუპული დათა შომახიას მამა - გია შომახია „ბაიასთან“ უმძიმესი ტრაგედიის დღეს იხსენებს და ღმერთს მადლობას უხდის, ერთი შვილი მაინც რომ დარჩა ცოცხალი. ის იხსენებს ერთი წლის წინ მომხდარ ამბავსაც, როცა გარდაცვლილმა მოსწავლემ დედასთან ერთად მყოფი თავისი თავი დახატა.
„ბავშვს ვუთხარი, დათა წავიდეთ შაურმა ვჭამოთ მეთქი და მეუღლემ მითხრა ონლაინ გაკვეთილი აქვსო. ვუთხარი მაშინ ქვემოთ დაგელოდები და რომ დაამთავრებ ნიკუშასაც გავუაროთ - მეთქი. 50 მეტრი გავიარე და ეს საშინელება მოხდა.
ის ნახატი რამ დაახატვინა. ერთი წლის წინ დახატა და ნიკუშამ უთხრა - დათო მეც დამხატეო. ასე უთხრა შენი ადგილი აქ არ არისო, მე და დედა ზეცაში მივდივართო“, - ამბობს გია შომახია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: ვინ შეუკერა ნატო გელაშვილის რძალს საპატარძლო კაბა, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს
🔵„არავითარი ინფორმაცია არ მქონია, რომ საქართველოში იყო“ - გიული ალასანიას პირველი კომენტარი
🔵„ვიცოდი რომ ფ...უს სიყვარული დაღუპავდა მაგას“- რას წერს ფარულავა სააკაშვილზე?