Digest Logo

ზუსტად ვიცი, ეს ოჯახი კოვიდინფიცირებულია და ოჯახის წევრს ვხედავ სავაჭრო ცენტრში - ინგა მამუჩიშვილი

1606229167
ბედიატრის რჩევები სეზონურ გრიპზე

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა.

მამუჩიშვილის თქმით, ჯანდაცვის სისტემა ახალ შემთხვევებს ვეღარ უმაკლვდება.

„ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად ვეღარ უმკლავდება, ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ჰოსპიტალური სექტორი, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, 112, კოვიდ სასტუმროები. ძალიან ბევრი კოვიდინფივირებული ექიმიც გვყავს და ხშირ შემთხვევაში, კოვიდინციფირებული ექიმები კოვიდინციფირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

ძლიერი სამედიცინო სისტემის მქონე ქვეყნებშიც უმძიმესი მდგომარეობაა. როცა ჩვენ პირველი ლოკდაუნის შემდეგ გვქონდა წარმატება, არ უნდა მივცემოდით ტკბობას და არ უნდა გვეთქვა, რომ კოვიდი დავამარცხეთ.

იცით, როგორი ძნელია, როდესაც პაციენტი გესაუბრება და ხმით გრძნობ, რომ მას აქვს ქოშინი, ვერ სუნთქავს, გეუბნება, რომ აქვს გულმკერდის არეში ტკვილი, გიგზავნის სურათს და იქ გამოხატულია ციანოზი. შენ კი ასეთ პაციენტს ვერ ეხმარები“- ამბობს ინგა მამუჩიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

როგორც მამუჩიშვილი ამბობს, ქუჩაში კოვიდინფიცირებულიც დადიან.

„დღეს ქუჩაში ძალიან აქტიურად დადიან კოვიდინფიცირებულებიც, მე ზუსტად ვიცი ოჯახი, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ოჯახის წევრს ვხედავ სავაჭრო ცენტრში. ზუსტად ამას ვეძახი უპასუხისმგებლობას“- განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

თუ ინფიცირდი და დიაბეტიც გაქვს... - ექიმის დეტალური რჩევები

არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ნიმესილი! - რომელი წამლები უნდა დალიოს ინფიცირებულმა?