ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას აფასებს და წერს თუ რამდენად გახშირდა ნარკოდამოკიდებულება თინეიჯერებში და როგორ ვერ უძლებს ამ ნივთიერებას მათი ფსიქიკა.
ამასთან ნარკოლოგი აცხადებს, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული ვითარება იქნება რადგან არსებულ ვითარებას პოსტკოვიდური ნევროზიც დაემატება თან.
„დავწერე, წავშალე ბევრჯერ. არ ვიცი რა ხდება ჩვენ თავს ასეთი უბედურება. ერთი კვირა დასტრესილი დავდივარ და არ ვიცი რა გავაკთო, რა მოვიმოქმედო, ვის ვუთხრა რა გამოსავალი არის, ამ სიტუაციიდან მე თუ კიდე რამე გამაკვირვებდა არ ვიცოდი, იმდენი რამე მაქვს ნანახი, მაგრამ ეს ორი კვირაა ისე დაემთხვა, რომ რამდენიმე პაციენტი ვნახე ძალიან პატარები ასაკით, ნარკოტიკზე დამოკიდებული უმძიმესი დამოკიდებულების ფორმის ქცევის და პიროვნული აშლილობებით, ზოგის ისტორია მოვისმინე და მივხვდი რომ ძალიან სერიოზულ უბედურებაში ვართ. ხვალ კიდე უარესი გველის, ეს არ გაჩერდება მგონი და არც ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. რისი ბრალია მკითხავთ - კი აი იმის რაც ხდება, სრული ქაოსი ქუჩაში, სახლებში დანგრეული ოჯახები, გაურკვევლი ქცევა რომელიც რას ჰგავს არ ვიცი რა სახელი დავარქვა, ბულინგი, აგრესია ვითომ მოჩვენებითი თავისუფლება. ხალხო ეს ბავშვებს ჭირს 15,18 19 წლის ბავშვებს !!! არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ მე ცოტა შევიშალე მგონია ამის მოსმენით და ყურებით და არც ვიცი როგორ უნდა დავეხმარო ოღონდ მართლა. ერთი ვიცი ზუსტად რომ თუ ქვეყანაში ცოტა არ დალაგდა სიტუაცია, არ დამთავრდა ეს გაურკვევლობა და არ მიეხედა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობას ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს შემდეგ 5 წელიწადში აღარაფერს ვამბობ პანდემიის შედეგებზე რომელსაც კიდე წინ გვაქვს პოსტკოვიდურ პერიოდში - ალკოჰოლიზმი ნარკომანია, ქცევითი და ფსიქიკური აშლილობები ეს კიდე წინ გვაქვს პირველად სასოწარკევთილი ვარ და მართლა არ ვიცი რა უნდა უშველოთ ამას ყველაფერს ბეწვის ხიდზე დავდივართ და ჩვენი შვილების და შვილიშვილევის ჯანმრთელიბაზეა საუბარი:( მენტალურ ჯანმრთელიბაზე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს მქონდა... მას მოსწონდა მასაჟი რომელსაც კბენით ვაკეთებდი“ - დოქტორი დოტი
🔵მძიმე დღეა, მაღალია აგრესიულობა, შეცდომების დაშვების ალბათობა - ცაგარელი
🔵„ლონგ კოვიდ პაციენტის აცრა არ შეიძლება, კოვიდრეაქტივირებულის აცრა არ შეიძლება“ – იაგო ფრანგიშვილო
🔵„სანაგვეზე გადაყრილი წინაპრები“ – დღეს „ნახალოვკაში“ გამვლელები ბუნკერთან ჩერდებოდნენ