Digest Logo

„2 დოზა „სინოფარმის“ შემდეგ, საფრანგეთში „ფაიზერის“ ბუსტერის დამატება მინდოდა, რადგან „სინოფარმზე“ საკმაოდ დაბალი წარმოდგენის ვიყავი, მაგრამ...“

1627046206
ანანო ბაკურაძე

ჟურნალისტი ანანო ბაკურაძე, რომელიც საფრანგეთშია, წერს იმის შესახებ, რომ „სინოფარმით“ აცრის შემდეგ „ფაიზერის“ ბუსტერის დამატება გადაწყვიტა. რა მოხდა შემდეგ,  ჟურნალისტი  სოციალურ ქსელში ჰყვება:

„ვიცი ბევრს გაინტერესებდათ „ფაიზერის“ ბუსტერის შესახებ და ყველასთვის ერთ პოსტად დავწერ.

მე გავიკეთე საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის ორივე დოზა. მეორე დოზიდან გასულია უკვე თვე და ორი კვირა. საფრანგეთში ჩემმა მეგობარმა დამარეგისტრირა „ფაიზერის“ კიდევ ერთ დოზა ვაქცინაზე, იმის გამო, რომ საფრანგეთი არ ცნობს ჯერჯერობით „სინოფარმს“ და პირველი აგვისტოდან, სადაც არ უნდა შეხვიდე ვაქცინას გთხოვენ. გარდა ამისა, „სონოფარმზე“ საკმაოდ დაბალი წარმოდგენის ვიყავი და ვიფიქრე, რომ გავაძლიერებ ჩემს დაცვას. აცრის წინ, ნიცაში მაინც გავიკეთე ანტისხეულებზე ანალიზი, აღმომაჩნდა 50 მგ სისხლში 853 ანტისხეული, რაც არის საკმაოდ კარგი რაოდენობა, როგორც აქ ექიმებმა დამიდასტურეს.

დღეს მივედი ვაქცინაციის საველე ცენტრში, რომელიც პარიზის მერიის წინ არის გაშლილი.

ექიმს ვაჩვენე ჩემი ანალიზი, ვუთხარი, რომ ვარ ვაქცინირებული „სინოფარმით“ და რომ მინდა „ფაიზერის“ ერთი დოზა მეტი დაცულობისთვის. ექიმმა გარკვევით ამიხსნა, რომ არ მჭირდება არანაირი მესამე დოზა, მაქვს საკმარისად ანტისხეულები, იმისთვის, რომ თავი დაცულად ვიგრძნო.

ასევე დაამატა, რომ საკმაოდ მიკვირს, ჯერ კიდევ რომ არ უღიარებია საფრანგეთს ჩინური ვაქცინებიო. არანაირი მიზეზი არ გაქვს ნერვიულობისო.

სულ ეს იყო…“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ვიცი, გამაკრიტიკებენ - წყალშიც მომთხოვს პირბადის გაკეთებასო“ - გამყრელიძე ბათუმის ბულვარში პირბადის გაკეთებას ითხოვს

„ეს ყველაფერი დიდწილად კალანდიასნაირი შარლატანების მიერ შექმნილი მითების დამსახურებაა“ - კვესიტაძე

4 ნიშანი რომელზეც სავსემთვარეობა იმოქმედებს