Digest Logo

26 წელია ვერ ვხვდები მიზეზს, როგორ ვსუნთქავ უშენოდ - ანი გიუნტერის ემოციური წერილი

1606458449
გიუნტერი ანი

ტელეწამყვანი, ანი გიუნტერი, სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამას დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც გიუნტერი წერს, მამა 26 წელია, რაც გარდაცვლილი ჰყავს.

„26 წელია ვცდილობ, 26 ნოემბერი გახდეს ჩვეულებრივი დღე.. გუშინაც, გადაცემის მისალმების ჩაწერისას ათასჯერ გავხსენი ტექსტი და ვერ ჩავწერე 26 ნოემბერი, ახლაც ცარიელია...

არადა ყოველთვის წამყვანის ტექსტი სტანდარტულია დღე, რიცხვი და მერე რაც გულს მოესურვება. ყველაზე არასტანდარტული მამა მყავდა და ამიტომ მეპატიება არასტანდარტული მისალმებაც. ათას რამეს მოვიმიზეზებ, რომ დღე გადავაგორო, მაგრამ 26 წელია ვერ ვხვდები მიზეზს, როგორ ვსუნთქავ უშენოდ...

ალბათ შენ მაცოცხლებ, მა, როგორც მაჩუქე ეს სიცოცხლე.. არ ვიცი, ყველაფერზე პასუხი შენ იცოდი ხოლმე სხვებზე ზუსტად და ახლაც ნება მომეცი უბრალოდ ვიტირო და დავრჩე იმ ბავშვად, რომელსაც მაგრად აკოცე და სამუდამოდ დაემშვიდობე... მიყვარხარ“- წერს ანი გიუნტერი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა - ფოტო

პატარა ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ - ცნობილ რუს ტელეწამყვანს ქართველების შურს