Digest Logo

„34 კოვიდ-სიკვდილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია, უახლოესი თვეები სამწუხაროდ უარესი იქნება“ - ნანა გეგეჭკორი

1627989042
ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ 34 გარდაცვლილი პაციენტი საქართველოსთვის წარმოუდგენლად მაღალი რიცხვია. 

მისი თქმით, გარდაცვლილი პაციენტების უმრავლესობა აუცრელია. 

„34 კოვიდ-სიკვდილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია. უახლოესი თვეები სამწუხაროდ უარესი იქნება. ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

დაიცავით თავი სანამ სიკვდილმა არ მოგაკითხათ. არავინაა სამწუხაროდ დაზღვეული აღმოჩნდეს უმძიმესად დაავადებული რისკის ფაქტორების არ არსებობის პირობებშიც...

ჩვენი ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილების კოვიდ ნაწილი ისევ აქტიურად იკრებს ძალას. ყურადღებით ჩავყევი პაციენტების ვაქცინაციის პროფილს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია,“- წერს ნანა გეგეჭკორი.

🔴აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯიბრე! – გოდერძი შარაშია მიმართვას ავრცელებს

„ცოტა შევწუხდეთ და მივხვდებით, რომ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებისთვის, ახლობლის სიკვდილი სტატისტიკა არაა, ეს არის ტრაგედია“ - ნიკა ქავთარაძე მიმართვას ავრცელებს

უნდა გაწმინდოს თუ არა საწოვარა დედამ თავისი ნერწყვით?