Digest Logo

„ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება" - რას ამბობს ნანა გეგეჭკორი

1627380622
ნანა გეგეჭკორი

შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელის პირად გვერდზე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში დღითი დღე დრამატული ხდება. ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის პრობლემებში და ამ პირობებში ავადმყიფობისთვის საკუთარი თავის და სხვების გაწირვა ნამდვილი უგუნურობაა. იქნებ როგორღაც დავიჯეროთ, კოვიდი არ არის გრიპი. კოვიდი ნამდვილად რთული, მულტისისტემური დაავადებაა. ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპიტლებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან. უკვე გვყავს გარდაცვლილი ბავშვები. ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის? ყოველი გონიერი ქცევა რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება? ნუთუ ასე რთულია გავიგოთ, ამ წუთისთვის არ არსებობს კოვიდ-სპეციფიური მკურნალობა და ამიტომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება პრევენციაა. ანტივაქსერებო, ნუთუ არ გამძიმებთ იმ ადამიანების საცოდაობა, ვისაც უარი ათქმევინეთ კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაზე, ვაქცინაზე?
სანამ დროა, იქნებ მეტად გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. უპასუხისმგებლო საქციელის ფასი ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეა დღეს. იქნებ როგორღაც გავუსწოროთ თვალი ტრაგედიას რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს... აიცერით, დაიცავით დისტანცია, სწორად ატარეთ პირბადე, დაიცავით ჰიგიენის წესები, შეწყვიტეთ პრევენციის წესების უგულებელყოფით გამართული დიდი თავყრილობები. გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა. გთხოვთ",- წერს ნანა გეგეჭკორი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეულების მაღალი ტიტრი მაქვს“ - ნანა გეგეჭკორი

🔵„ერთადერთი საუკეთესო დაცვა კოვიდის ძველი თუ ახალი ვარიანტებისგან, არის გონიერება“ - ნანა გეგეჭკორი

🔵„ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია...“ - ნანა გეგეჭკორი გარდაცვლილ ოპერატორზე