დღეს, 3 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 34 ადამიანი.
ბოლო 24 საათში 44 ათასამდე ტესტირება ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,99%.
ამ ამბავს გამოეხმაურა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი, რუსუდან გოცირიძე. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ასეთი მზარდი ინფიცირებულთა დინამიკის ფონზე „ანტივაქსერობა დანაშაულია“.
„4827 შემთხვევა და 34 გარდაცვლილი. ანტივაქსერობა უკვე დანაშაულია ამ მდგომარეობაში!“- წერს გოცირიძე.