Digest Logo

5 რამ, რაც ციტრამონს დალევამდე უნდა იცოდეთ - მას კამფეტებივით ყლაპავენ, არადა ძალიან საშიშია

1627404430
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ერთ-ერთ პოპულარული მედიკამენტის ციტრამონის შესახებ საზოგადოებას. მისი თქმით, ერთი შეხედვით უწყინარი ტკივილგამაყუჩებელი, რომლის შეძენაც ნებისმიერ მსურველს უპრობლემოდ შეუძლია, ბევრ გართულებას იწვევს, როგორც არასრულწლოვნებში ისე ზრადასრული ასაკის პირებში.

ღოღობერიძე ციტრამონის მიღებას არ ურჩევს 19 წლამდე ადამიანებს, ორსულებს, მეძუძურ დედებს, აგრეთვე მათ ვისაც აწუხებს კუჭისა და ღვიძლის დაავადებები.

1. ციტრამონი კომბინირებული მედიკამენტია ის შეიცავს, ასპირინს, პარაცეტამოლს და კოფეინს. რახან რეცეპტის გარეშე გაიცემა მას კამფეტებივით ყლაპავენ. სვამენ თავის, კბილის და ზოგადად მენსტუალური ტკივილის დროს. ბავშვებში ციტრამონის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია რადგან, ის შეიცავს ასპირინს, რომელიც 19 წლამდე ასაკის მოზარდისთვის კატეგორიულად იკრძალება. ამ ასაკამდე მისი გამოყენებით, შესაძლოა ძალიან მძიმე დაავადება, რეისინდრომი განვითარდეს და გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება და და კომა

2. არ შეიძლება მაშინ, როდესაც ადამიანს აწუხებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემა. ამ დაავადების დროს შესაძლოა სისხლის ღებინება გამოიწვიოს

3. ღვიძლის დაავადებებს დროს არაა სასურველი ციტრამონის მიღება რადგან, ის შეიცავს პარაცეტამოლს, რომელიც აზიანებს ღვიძლს

4. ფეხმძმობისა და ლაქტაციის დროსაც არაა სასურველი რადგან ის აზიანებს ბავშვს

5. ბრონქულ ასთმის დროსაც ნაკლებად სასურველია ციტრამონის მიღება რადგან სასუნთქი გზებს ბლოკავს

ციტრამონი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ. ამ მედიკამენტის დღიური დოზა არის მაქსიმუმ 6 აბი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია" - ბიძინა კულუმბეგოვი

„ეს არის მწვანე შუქის ანთება იმ ტიპებისთვის, ვინც თავისი ბოღმა არ იცის სად ანთხიოს ...“- მაკა ჩიჩუა

„იუმორის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნებოდა“ - ბლიცინტერვიუ ცუცა კაპანაძესთან