Digest Logo

„52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი... მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. სიკვტილი ჯობია ჩემთვის... " - 83 წლის ვიოლეტა

1632035500
83 წლის ვიოლეტა

მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში 83 წლის ვიოლეტას ტრაგიკულ ისტორიაზე წერს. მას 52 წლის შვილი გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისი ცხოვრება შეიცვალა. მისი თქმით, ახლა ის სიკვდილს ნატრობს.

„ჩემი შვილი ჯარში იყო. აფხაზეთის ომში. იქიდან კარგად ვერ ჩამევიდა.მაგის მერე სულ ავათ, ავათ, ავათ და ორიათას ჩვიდმეტში გარდიცვალა.

მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. 52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი. სიცოცხლე არაფელი არაა. არაფელი. ტანჯი.

სიკვტილი ჯობია ჩემთვის. ნაღდად ჯობია. ახლა რომ ცოცხალი არ ვიყო, ნაღდად ჯობია. სიკვტილის მერე რა არის არ ვიცი. არ ვიცი, შევხთები იქით შვილს? ქეც მჯერავს და არც მჯერავს.

დავფიქრდები ხანდისხან მაგაზე. სიზმრით არა, არ მესიზმრება. არ მესიზმრება არაფლით და ძალიან გულს მაკლია მაგაზე. რეიზა არ მესიზმრება. არ ვიცი", - ამბობს 83 წლის ვიოლეტა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დედაჩემი ავად არის. ღამით, ჩემთვის რომ ლოცულობს, დარჩენილ გრამებს ფრთებს ასხამს და ღმერთთან უშვებს“ - რას წერს კეკელიძე?

🔵„კიდევ ერთი სიახლე. ამ წუთებში გამოიცა რეკომენდაცია... " - რას წერს გიორგი ფხაკაძე

🔵რატომ არ უნდა დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე - კვლევა და ექიმების მოწოდება

🔵VIDEO: „იმედის“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში საკუთარი ქორწილიდან ჩაერთო

🔵„რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო... რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ, ნიკოსთან ერთად" - ოჯახის წევრის პირველი კომენტარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე