საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ გლდანის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს.
„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„პირველყოფილო შემარცხვენელო ეკრანის ძუკნებო მეცოდებით“ - პაიჭაძის სკანდალური სტატუსი
🔵ქართველი სკანდალური ქალები, რომლებმაც თავი უცხოეთს შეაფარეს
🔵ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები