Digest Logo

„6 წლის ასაკში პედოფილიის მსხვერპლი გავხდი“ - ძალადობის მსხვერპლის ისტორია

1626445601
არასრუ;წლოვანზე სექსუალური ძალადობა

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი, პატარა ვარ“ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით.

აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს. ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად ქვეყნდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ისტორია, რომელზეც 6 წლის ასაკში იძალადეს.

„აქ ადრე ჩემი ისტორია გამოვაგზავნე. კიდევ მინდა, მოგიყვეთ რაღაც.

ჯერ იყო და პედოფილიის მსხვერპლი გავხდი ალბათ 6 წლის ასაკში (დანამდვილებით არ მახსოვს) რაღაც გაგებით.

წლები გადიოდა და მამრობითი სქესის წარმომომადგენლებისადმი ნდობა ნელ-ნელა მეკარგებოდა და დაკარგული მაქვს. სიკვდილამდე შემეჯავრნენ მოძალადეები, ქალზე დახამებული კაცები, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ, ოღონდ თავიანთი ცხოველური ეგო ასიამოვნონ. რაც უფრო მეტ ისტორიას ვკითხულობ აქ, ან ამ გვერდს იქით ვიგებ, მით უფრო მძულდებიან ასეთი ადამიანები.

ალბათ ერთი-ორი წლის წინ, როცა მენტალურად ფეხზე ვდგებოდი ასე თუ ისე, მაღაზიაში მივდიოდი, გზის პირას, ფეხის სასიარულო ბილიკზე, ხალხმრავალი ადგილია, იქ სადაც მე ვცხოვრობ, ზაფხული იყო და ჩვეულებრივ ქუჩაც გადავსებული. სწრაფად მივდიოდი. უცებ ვიღაც უცხო კაცი იძახის გაჩერებული მანქანიდან და მთხოვს გზის მისწავლებას ერთი ადგილისკენ. მეც სწრაფად ვუხსნი და თან ვხედავ რომ რაღაც უცნაური სახე აქვს ამ კაცს, აფორიაქებული ხმით დაილაპარაკა და მთელი სხეულით მოძრაობდა ცოტათი. ჩემდა სამწუხაროდ, მანქანასთან საკმაოდ ახლოს ვიყავი და თვალი მოვკარი იმას, რასაც აკეთებდა. სწრაფად გავატრიალე თავი და ნაბიჯს მეტად ავუჩქარე, საშინლად დავიბენი და გავბრაზდი, შემეშინდა კიდეც.

ნეტა მაშინ ისეთი ვყოფილიყავი, ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა ვარ, მანქანიდან გადმოვაგდებდი იმ ნაბიჭვარს...“

აგრეთვე დაგინტერესებთ:

ცოლიანი კაცის სიყვარული, განშორება, 14-წლიანი თანაცხოვრება და „უშვილობა“ - თამუნა ამონაშვილის პირადი

საზამთრო ჭარბწონიანი ადამიანებისთვის უფრო სასარგებლოა თუ გამხდრებისთვის? - გიორგი ღოღობერიძის რჩევა

„მფარველმა ანგელოზმა“ ნიშანი შეიცვალა - ეს 3 ნიშანი, 7 თვის განმავლობაში, კოსმოსის ფავორიტი ხდება