ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა, რომ ხილი და ბოსტნეული გლიკემიური ინდექსიდან გამომდინარე, ზოგი გამხდარი ადამიანებისთვისაა მეტად სასარგებლო, ზოგი კი - ჭარბწონიანთათვის.
„ყველა ხილი და ბოსტნეული განსხვავდება თავისი თვისებებით. ზოგიერთი ხილი ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა, აწუხებს შაქრიანი დიაბეტი. არსებობს ხილი და ბოსტნეული, რომელიც უფრო კარგია მათთვის, ვინც არის გამხდარი და ფიზიკურად აქტიური. ამის შეფასების ერთ-ერთი პარამეტრი არის გლიკემიური ინდექსი.
ღოღობერიძის თქმით, ის პროდუქტები, რომლებსაც დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვთ, ჭარბწონიანი ადამიანებისთვის არის კარგი:
„თუ გლიკემიური ინდექსი დაბალია, ნაკლებია 55-ზე, ამ პროდუქტებში არსებული ნახშირწყლები ეტაპობრივად შეიწოვება. ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, ან ჭარბწონიანია. მსგავსი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები არის: ვაშლი (36), ფორთოხალი 43 (50), ბანანი (51), მანგო (51), მარწყვი (49).“
„არსებობს საკვები, რომელიც ხასიათდება მაღალი გლიკემიური ინდექსით. როგორც კი შეჭამ მსგავს პროდუქტს, გლუკოზა რომელიც მასშია, მყისიერად აღმოჩნდება ჩვენს სისხლში. ასეთი საკვები ჭარბწონიანებს არ გამოადგებათ, ასევე არ გამოადგებათ მათ, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ გამოადგება მათ, ვინც არის ფიზიკურად აქტიური. ასეთი საკვები შეიძლება იყოს ანანასი (59), გოგრა (64). ამ კუთხით ლიდერი არის საზამთრო (76). მასში მართლაც ბევრი წყალია, მაგრამ მასში არის უამრავი ფრუქტოზა, ამიტომ საზამთრო უფრო გამოადგება მათ, ვინც არის გამხდარი და ფიზიკურად აქტიური. დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის დოზასაც. თუ მცირე რაოდენობით მიირთმევთ, მან შეიძლება არსებითი გავლენა არც იქონიოს,“ - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მფარველმა ანგელოზმა“ ნიშანი შეიცვალა - ეს 3 ნიშანი, 7 თვის განმავლობაში, კოსმოსის ფავორიტი ხდება