Digest Logo

„8 წლის წინ არის გადაღებული... თვალში მომხვდა განსხვავება...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი

1645168891
ნუკი კოშკელიშვილი არჩვენებზე

მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში მეტად აქტიურია, ის მიმდევრებს ყოველთვის უზიარებს ყოველდღიურობას და კითხვებსაც ხშირად უსვამს. აგრეთვე, ცდილობს მიმდევრებს რჩევებიც გაუზიაროს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

ამჯერად მსახიობმა სოციალურ ქსელში 8 წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და წარსული გაიხსენა.

„ეს ფოტო არის გადაღებული 8 წლის წინ! იმის და მიუხედავად, რომ თითქოს დიდი დრო არ გასულა, მგონია, რომ ძალიან პატარა გოგოს ვგავარ ამ ფოტოში. ძალიან ცოტა მაკლდა ფოტო, რომ ვნახე ბენისთვის მეთქვა: „ვის შევწირე ჩემი ახალგაზრდობა“- მეთქი თავი შევიკავე. ყველა ასაკს აქვს თავის ხიბლი, არა მხოლოდ განწყობას და ყოფას, გარეგნობასაც ვგულისხმობ. იცვლება სხეული, იხვეწება სახის ნაკვთები.

მინდა, ისევ 21 წლის ვიყო, განა არ მინდა მაგრამ ისიც მინდა 56-ის ვიყო, ვნახო, როგორი ვიქნები.

მოკლედ, რისი თქმა მინდა, ცოტა კი შემაქანა ეს ფოტო რომ ვნახე, თვალში მომხვდა განსხვავება (არ დაიწყოთ, იმდენი რაღაც გაქვს გაკეთებულიო, თვალებს ვგულისხმობ, ახალგაზრდაა). მაგრამ მერე მივხვდი, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და უნდა დავტკბეთ, არ შეიძლება უკან იხედებოდა და ნატრობდე წარსულს, ძალიან მნიშვნელოვანია, იცხოვრო დღევანდელი და ხვალინდელი დღით! არ ჩაეჭიდო იმას, რაც იყო, შექმენით ახალი ან გახდით უკეთესი, მოკლედ იყურეთ წინ და მხოლოდ ხან და ხან უკან“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „აღუ-ს რომ ამბობს, იკრიჭება გიჟივით“ - მარიტა მელიქიშვილი

🔵„დილას ვიწყებთ ასე“ - გიორგი გასვიანისა და პატარა გალას უსაყვარლესი ვიდეო

🔵27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

🔵„სრული შოკი მივიღე... 11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული“ - რა მოხდა დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე