საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ტელეკომპანია „მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების დანიშვნას ეხმაურება.
„ნიკა გვარამიას ხელახლა ჩაუნიშნეს პროცესი, ელჩებთან მიღწეული ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევით. გიგი უგულავას უჭერენ ნათესავებს, ნიკა მელიას დაუნიშნეს ახალი სასამართლო.
ეს არის მთელი კამპანია „შედი ქალო ბუტკაში“! ბუტკა ამ შემთხვევაში არის ის პარლამენტი, რომელიც ივანიშვილმა ქართველი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ დააბრუნა ქუთაისიდან რუსთაველზე. და აბა ქალი…?”,- წერს სააკაშვილი.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ტელეკომპანია „მთავარის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები 7 დეკემბერს ჩაინიშნა.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
მასწავლებლისა და მოსწავლის სიყვარულის ისტორია
მე დეკემბრიდან ბანკში „ვშავდები“ - სიჭინავა (ვიდეო)