სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ცერცვაძე წერს, რომ აუცილებელია, საზოგადოებამ ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში უყუროს, თუ როგორ იტანჯებიან ადამიანები კორონავირუსის გამო.
„69 მილიონს რომ ვუხდით რაღაცა ტელეარხის მაგვარს, გათიშეთ ეგ არხი. გაუშვით მაგ არხზე პირდაპირი რეანიმაციებიდან და ემერჯენსებიდან. სახე დაბლარეთ. ხმები ისმოდეს. ოთხმა კამერამ აიღოს ერთდროულად როგორ ხროტინებს განწირული ადამიანი და როგორ დებენ მერე დიდი პარკში….. როგორ მიდის სასწრაფო ემერჯენსში და როგორ უკივიან, რომ ადგილი არაა და სხვაგან წავიდეს. როგორ ყვირის სასწრაფოს ექიმი რომ, სადაა ეს სხვაგან და რამდენ ხანს უნდა ატარონ ადამიანი აქეთ იქით… როგორ დალასლასებენ ძალაგამოცლილი ექიმები და უკვე თვითონაც არ იციან რას შვრებიან….გაუშვით! აჩვენეთ! რაღაცა ქენით",- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: ემოციური კადრები, რომელმაც მსოფლიო შეძრა - მოხუცსა და ჟურნალისტს ერთად აეტირათ