Digest Logo

„გიორგიმ აცრა ვერ მოასწრო... ასე რომ არ ყოფილიყო, გუშინ არაადამიანური ხმით აღმომხდარი „აღარ არის" გულს არ გაგვიგლეჯდა" - რუსუდან ცხომელიძე

1628575321
გარდაცვალება

ჟურნალისტი, რუსუდან ცხომელიძე სოციალურ ქსელში მისი ახალგაზრდა მეგობრის გარდაცვალებაზე წერს. ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი, სრულიად ჯანმრთელი, კორონავირუსის მსხვერპლი გახდა.

„ერთი თვეა გათენების მეშინია... ერთი თვეა, სამი უახლოესი მეგობარი ერთმანეთის ზარზე ტელეფონს ხელს შიშით ვკიდებთ...ერთი თვე 5 საათს ველით, რომ რაღაც დამაიმედებელი გავიგოთ... ერთი თვე შიში და იმედი ერთმანეთს ებრძვის... გუშინ ეს ჯოჯოხეთური ერთი თვე უდიდეს ტრაგედიად იქცა... ვერ ვიჯერებ, რომ სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცი, სიცოცხლით სავსე გიორგი აღარ გვყავს... კორონავირუსმა გაანადგურა ოჯახი, საახლობლო, სამეგობრო... დააობლა ჯაბა და ლიზა, დააქვრივა ჩემი არასისხლისმიერი და ეულად დატოვა გიორგის და და სიცოცხლე გაუმწარა მის მოხუც დედას... დღევანდელი „სტატისტიკის" მიღმა ეს ცისფერთვალება, მუდამ მომღიმარი, კეთილი, გულიანი, ერთგული, ჭკვიანი ბიჭია... პირველივე დაძახებაზე შენთან რომ ჩნდებოდა, თხოვნა არ სჭირდებოდა, ისე გედგა გვერდში, მხოლოდ სითბოს და სიყვარულს გასცემდა...ადამიანებო, დაინახეთ ადამიანები რიცხვებს მიღმა, გააცნობიერეთ, რა ალმოკიდებულია დღიურად 40-ზე მეტი ოჯახი და საახლობლო, რამდენი გეგმა და ოცნება ინგრევა, რამდენი გული იფლითება... გიორგიმ აცრა ვერ მოასწრო... ასე რომ არ ყოფილიყო, გუშინ არაადამიანური ხმით აღმომხდარი „აღარ არის" გულს არ გაგვიგლეჯდა... გაუფრთხილდით ერთმანეთის და სხვის სიცოცხლეს... აიცერით, რომ საკუთარ თავს, ოჯახებს, ახლობლებს ააცილოთ სულიერი განადგურება... აიცერით! ეს ჯოჯოხეთი სხვაგვარად არ დასრულდება! გიორგის ვეღარაფერი დაგვიბრუნებს, მაგრამ სხვები გადავარჩინოთ... გთხოვთ, ნურავის გაწირავთ ამ ჯოჯოხეთისთვის, აიცერით, ატარეთ ნიღაბი, ნუ ივლით თავყრილობებზე, დააფასეთ ერთმანეთის სიცოცხლე! ჩემო კეთილო მეგობარო, მადლობა ყველაფრისთვის. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს შენს სულს ოდესმე შევხვდებით",- წერს რუსუდან ცხომელიძე.ასევე დაგაინტერესებთ👇

„ნინო ნადირაძე აიცრა და ცუდად გამხდარა, გათიშულა“ - ექიმი მასზე გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს

„სიცხე ავარდა 40-ზე და ვერ ვაკავებდით, ისე ხტოდა… ვუყურებდი როგორ კვდებოდა, სასწრაფოს 4 საათი და 25 წუთი ველოდეთ“ – რა მოხდა მაიკო კაჭკაჭიშვილის ოჯახში

„ანტივაქსერებს რომ ჰგონიათ ჯანმრთელები არიან და კოვიდი ვერაფერს დააკლებს, დღეს გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც საერთოდ არ გეგმავდა სიკვდილს...“