თამთა ქარჩავა სოციალურ ქსელში ახალგაზრდა კაცის შესახებ წერს. ამბობს, რომ მათე კორონავირუსით ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფილტვის დაზიანება 6% ჰქონდა, თუმცა ჰოსპიტალში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ტრაგიკულად გარდაიცვალა.
„ჩემი მათე ბიჭი, 37 ჰქონდა ტემპერატურა. ოჯახს გაუფრთხილდა. საკუთარი ფეხით შევიდა კლინიკაში. 5 დღე საავადმყოფოს კორიდორში დადიოდა. მე-6 ღამეს ცუდად გახდა, ყოველდღე მძიმდებოდა მდგომარეობა. ტელეფონით ველაპარაკე და ასე მითხრა – „თამთა, აქ გავხდი ცუდად, არაფერს არ მიკეთებენ გოგო, ვკვდები”. ამის შემდეგ დავრეკე ექიმთან, რომელიც მიხსნის – „6% აქვს ფილტვი დაზიანებული, მაგრამ ეს არ არის საშიში, ანთებითი პროცესი არის, მაგრამ თვითონ არის მოდუნებული”.
რა თქმა უნდა, ისევ მათესთან დავრეკე და ვეჩხუბე. რატომ ხარ შეშინებული, ექიმს ველაპარაკე, საშიში არაფერი არ არის, ადექი და გაიარე მეთქი. თავბრუ მეხვევა, ძალა არ მაქვსო. ამის შემდეგ ვიგებ, რომ აპარატზე შეაერთეს. ექიმი მიხსნის, რომ სუნთქვა უჭირს და ამიტომ შევაერთეთ, დროებითო.
გუშინ დილით კი უკვე მდგომარეობა დამძიმდა. ექიმი მიხსნის, რომ 20% აქვს ფილტვი დაზიანებული. ვაძინებთ, ტაქიკარდია, რომ არ განვითარდესო! ადამიანი, რომელიც საკუთარი ფეხით შევიდა კლინიკაში, გარდაცვლილი გამომყავს და ეს რისი ბრალია?!
ვის ინტერესში შედის პაციენტის მდგომარეობის დამძიმება?! რა დგას ამის უკან?! ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები აუცილებლად, გპირდები!!! ჩემი მათე ბიჭი, ჩემი მამიდაშვილი, ჩემი სიცოცხლე ბიჭი დამარცხდა კოვიდთან ბრძოლაში უფალო, სასუფეველსა შენსა დაამკვიდრე მათეს სული. შეხვედრამდე, მათე ბიჭო“, - წერს თამთა ქარჩავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„შენს ადგილს ამ სამყაროში ვერავინ ჩაანაცვლებს" - ვისზე წერს ნანუკა ჟორჟოლიანი