Digest Logo

„აეროპორტში რეგისტრაცია რომ გამოცხადდა, ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა... მინდოდა მისი ნაწილი გამეყოლებია, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოვიყოლე, გარდა ერთი მაისურისა“ - ემიგრანტის ემოციური წერილი

1640174854
ეკატერინე თხელიძე

ქართველი ემიგრანტი ეკატერინე თხელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს. როგორც წერილიდან ირკვევა, მან შვილი რამდენიმე თვისა დატოვა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. ფეისბუკზე ის აუტანელი მონატრების გრძნობაზე საჯაროდ წერს.

„უძვირფასეს ადამიანს რომ უკანასკნელ გზაზე აცილებ ეგ შენი გოლგოთაა. თავად პატარა გოგომ, ჯერ შვილით ავიარე ერთი გოლგოთა, მერე კი დედით.

მეგონა არ არსებობს -მეთქი ამაზე მეტი ტკივილი, მეგონა ყველაფერი რაც ასატანი იყო ავიტანე -მეთქი, მაგრამ ყოფილა სხვანაირი გოლგოთაც და ვერც იმას ავცდი.

აეროპორტში რეგისტრაცია რომ გამოცხადდა ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა. იმ წამს ვგრძნობდი, რომ იმ ძუძუდან რძეს კი არ წოვდა ჩემს სულს, გულს და ყველაფერს იმას წოვდა, რაც კი ადამიანური მქონდა შერჩენილი.

მერე მაგრად ჩავკოცნე, ისე მაგრად თითქოს მინდოდა მისი ნაწილი გამეყოლებია, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოვიყოლე გარდა ერთი მაისურისა, რომელსაც ცოტა ხანი ჰქონდა მისი გემრიელი სუნი.

ტკივილი ათასნაირია. გოლგოთის გზაც ყველას ჩვენი და ჩვენეული გვაქვს, მაგრამ უღმერთო მონატრებაზე უარესი არაფერ ყოფილა ამქვეყნად თურმე“, - წერს ეკატერინე თხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

რა მოვლენები და სასწაულები გველოდება 2022 წელს - წინასწარმეტყველების პროგნოზები

ფოტო (+18) „მხოლოდ თავში მირტყამდნენ. როცა ხელი დაეღლებოდათ გადიოდნენ და მესმოდა, როგორ გეგმავდნენ ჩემს ლიკვიდაციას“ - გიორგი გაბედავა

„გადაიხადა, ჩაეხუტა და წავიდა. მიყვარს, მხოლოდ ასეთი კაცები მიყვარს“ - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში