„ქართული მარშის” წევრი გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მას სასტიკად გაუსწორდნენ და ცემისგან სახე აქვს ჩალურჯებული. როგორც თავად წერს, ეს 2009 წლის 2 სექტემბერსაა გადაღებული, მაშინ, როცა 18 წლის ასაკში დაიჭირეს და ციხეში სცემეს.
„ვინც მიშას ურიგდებით მათთვის არის ეს პოსტი.
ეს ფოტო გადაღებულია 2009 წლის 2 სექტემბერს, 2009 წლის 26 აგვისტოს მაწამეს ზუგდიდის პოლიციაში, დღემდე არავინ არის დასჯილი.
დღემდე ისინი მიშას მხარდამჭერ აქციებზე დადიან და შერიგებაზე გველაპარაკებიან.
მაშინ 18 წლის ვიყავი და მხოლოდ იმიტომ დამიჭირეს, რომ 14 წლის ბავშვის ცემა გავაპროტესტე ზუგდიდის ცენტრში, დავით გეთიაზეა საუბარი.
სკამზე მიბმულს პოლიციის იმჟამინდელი უფროსი ზაზა კვარაცხელია და მისის სხვა დამქაშები მხოლოდ თავში მირტყამდნენ. როცა ხელი დაეღლებოდათ გადიოდნენ და მესმოდა როგორ გეგმავდნენ ჩემს ლიკვიდაციას, ჩამოვკიდოთ კაპეზეშიო, ან წამალი გავუჩხიროთო.
ცივი ნაბეღლავის ბოთლიც დამიდგეს, მაგრამ არ დავლიე. კიდევ კარგი მთელმა ქალაქმა დაინახა რატომ წამიყვანეს და ქალებმა ივაჟკაცეს და სანამ არ გამომიშვეს არ დანებდნენ, კახა მიქაიას კარვების ხალხიც ბოლომდე დამიდგა გვერდში, მათ კარვებთან მოხდა ინციდენტი და მათაც დაინახეს ყველაფერი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც მაშინ შეძლო ჩემი დაცვა, მაგრამ გავიდა წლები და თავის პრობლემებმა იჩინა თავი.
რომ გამომიშვეს ექიმებთან ისე დავდიოდი პოლიცია დამყვებოდა, ექიმს არ ჰქონდა უფლება დაეწერა დასკვნა. ყურის ბარაბნები გამსკდარი იყო, ყურის მძიმე ბაროტრავმა დამიდგინა ბატონმა პეტრე უბერმა.
ასევე თავში დამრჩა მუკოიდური კისტა. სანამ არ შეგაწუხებს ოპერაციას ნუ გაიკეთებო მირჩიეს ექიმებმა.
აგერ უკვე ერთი თვეა, გაუსაძლისი თავის ტკივილი მაღვიძებს, გათიშვამდე მივყავარ ტკივილს. დღის მანძილზეც მიგრძელდება ეს ტკივილი.
მთელი ეს პერიოდი მესმის თავისუფლება მიშასო ყვირიან ნაცები და მათი ანასხლეტები, და ვიღაცები შერიგებაზე ლაპარაკობენ. ამ ხელისუფლებას არანაირი რეაბილიტაცია არ მოუხდენია ჩემი და სხვა პოლიტიკურად დევნილი ხალხის. და ვინ ვის ურიგდება იქნებ აგვიხსნათ მეგობრებო?
სამედიცინო დახმარებაც კი არ გაუწევია ჩემთვის ვინმეს, მთელი ეს წლები ამ ჯანმრთელობის პრობლემებს თავად ვუმკლავდებით. ციხის ტრავმებზე აღარ მოვყვები, რადგან ციხიდან პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გამათავისუფლეს და არცერთ პოლიტიკოსს აზრადაც არ მოსვლია ჩვენი რეაბილიტაცია, მთავარი იყო სკამები და მხოლოდ სკამები.
ვზივარ და ვფიქრობ, რატომ ვეწირებოდი რეჟიმს თუ ამ რეჟიმს არავინ დასჯის და შეურიგდება, როცა მოუნდება?
ეს ამდენი ექიმი სად იყო სააკაშვილის დროს წამებაში რომ ხდიდნენ ადამიანებს სულს? ერთი მათგანიც კი არ მახსენდება ხმა ამოეღოს! ემპათიას დირექტორიო, გულის კლინიკაო, ტვინის კლინიკაო, იხევიან შუაზე, არიქა მიშას ნერვები ეშლებაო.
სად იყავით ხალხო, როცა დღეში 3-4 პატიმარი კვდებოდა წამებით? სად იყავით როცა 14 წლის ბიჭებს 24 წლიან სასჯელებს უსჯიდნენ და სასამართლოზე ნაწამები ადამიანები აწერდნენ აღიარებით ჩვენებებს ხელს? სად იყავით როცა ხოცავდნენ ახალგაზრდებს ? ნინო ლომჯარია დღეში სამჯერ რომ დადის მიშასთან კარგი საყვარელივით, სად იყო მაშინ? არასამთავრობო ხომ ჰქონდა, რატომ არ იღებდა ხმას?
ახლა გახდით შემრიგებლები და კეთილები? უდანაშაულო ადამიანებს რომ სიცოცხლე გაუმწარეთ მაშინ არ ფიქრობდით არაფერზე ??
სასწრაფოდ გადააბრძანეთ სააკაშვილი რუსთავის ციხეში! არანაირი გორის ჰოსპიტალი მას არ სჭირდება! ჯიშში აქვს სიმულიანტობა, როგორც ბიძამისმა მოხია გუშინ!
რუსთავში რომ გარეკავს საბოლოოდ მერე გადააბრძანეთ ხონში. ეგ არის მისი ბოლო!
თქვენ ბიძია, რაც თქვენთვის დაუშავებიათ, ჯერ ის აპატიეთ ხალხს და მერე ილაპარაკეთ სხვა ნაწამები ადამიანების მიმართ დამნაშავეების პატიებაზე!!!“, - წერს გიორგი გაბედავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„სრული ხელფასი ამ არხზე მგონი ერთხელ ავიღე“ - ნანუკა ჟორჟოლიანი „მთავარ არხზე“ ალაპარაკდა
„მთავარ არხში“ თანამშრომლებს ხელფასებს აღარ უხდიან? - სოციალურ ქსელში სკანდალური სქრინები გავრცელდა
„მონოკლინური ანტისხეულები „ომიკრონზე“ საერთოდ არ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი
🔵საქართველოში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა - რა ზომებს მიიღებს ქვეყანა?