ჟურნალისტი ნინო შუბლაძე გარდაცვლილი დის, სოფო შუბლაძის დაბადების დღის აღსანიშნავად, სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს.
„მე ყველაზე კარგი სოფო მყავდა!... ზუსტად 12 საათზე აუცილებლად მივულოცავდი, ან ტელეფონით, ან პირადად. ახალი წელივით ელოდებოდა 27 სექტემბრის დადგომას... უყვარდა მისი დაბადების დღე მილოცვების მიღების პარალელურად, აუცილებლად მიულოცავდა ბუკას და ლაფერას - მეც შემახსენებდა - არ დაგავიწყდეს მიულოცეო...
წელს ყველაზე მძიმე 27 სექტემბერი დადგა ჩვენს ოჯახში!
სოფოს გარეშე ყველაფერმა და ყველა დღემ ფერი იცვალა - სოფოს გარეშე ახლიდან ვსწავლობთ ყველანი ცხოვრებას და ჯერჯერობით არ გამოგვდის საშინელი სიცარიელეა უსოფოოდ და ძნელია სოფოს ადგილი რამემ ან ვინმემ შეავსოს...
ყველა სათითაოდ ვცდილობთ ერთმანეთისთვის სოფოც ვიყოთ, მაგრამ ძნელია იყო სოფოსნაირი მზრუნველი, კეთილი, ყურადღებიანი და ტკბილი! ძნელია იყო სოფოსნაირი საყრდენი ცხოვრებაში...
და მაინც.... ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო და მყავდა! იმდენი სითბო და სიყვარული დამიტოვა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე თან გამყვება... ეს მარტო სოფოს შეეძლო!
ვგრძნობ, სულ ჩემთანაა და არასოდეს დამტოვებს.... მაინც სულ მისი იმედი მაქვს... და მაინც... ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ... მე ყველაზე კარგი სოფო მყავდა .... გილოცავ, სოფ“ , - წერს ნინო შუბლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„შევეცდები, აგიხსნათ, თუ რა არის ასეთი მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი“ - აკაკი ავალიანი