
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას ამბობს, რომ კორონავირუსით თავისი მეგობრის მეუღლე დაიღუპა.
„ცუდი ამბავი მაქვს.
ინდოეთში, ქალაქ დელიში, ჩემი ყოფილი თანამშრომლის ქმარი გარდაიცვალა.
ვიცნობდი ამ ოჯახს, არაერთი სადილი მიმირთმევია მათთან ერთად.
მე და ეს ქალბატონი სულ განსხვავებულ აზრზე ვიყავით, სამსახურში ერთმანეთს ვხოცავდით, მაგრამ სამსახურის გარეთ ეგრევე მეტყოდა, გიორგი ჩემი ქმარი მომაკითხავს, წამოდი ჩვენთან სახლში ძალიან გემრიელი საჭმელი მაქვსო. აი ესაა პროფესიონალიზმი.
ეს მომწონს, როდესაც პროფესიონალთან გაქვს საქმე.
ძალიან ბევრ ოჯახში შევიდა კოვიდი და წაართვა ოჯახის წევრები. ესაა ვერაგი ვირუსი, რომელსაც რქები უნდა მოვუგრიხოთ“,- ამბობს ფხაკაძე.