Digest Logo

ამ ბიჭის თვალია მისი პროფესია - გრიგოლია TV პირველის ოპერატორზე

1604902823
ინგა გრიგოლია და ოპერატორი

გუშინ, 8 ნოემბერს ოპოზიცისს აქციაზე, რომელიც ცესკოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

დაშავებულებს შორის არის ტვ „პირველის“ ოპერატორი. ინფორმაციასა და ფოტოს ინგა გრიგოლია ავრცელებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„ამ ბიჭის თვალია მისი პროფესია. თვალით მუშაობს, თვალია მისი მთავარი პროფესიული იარაღი,თვალით იხედება კამერაში და ისე აშუქებს მოვლენებს. ამ წუთებში საოპერაციოდ შეიყვანეს, დღევანდელ აქციაზე დაშავების შემდეგ. პაპუნას გამოჯანმრთელება, ვინც ამას ამართლებს, მართლა აღარასოდეს შემეხმიანოთ“- წერს ინგა გრიგოლია.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ომის ვეტერანია, ფეხში ახლაც 7 ტყვიას ატარებს - ვინ არის კაცი, რომელიც აქციაზე ლამის დაბრმავდა?

მარიამ ასათიანი: არ გაგიკვირდეთ არც წყლის ჭავლი, არც რეზინის ტყვიები, არც დაჭერები - ცესკოში შეჭრის უფლება არ გაქვთ