ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, პანდემიის დროს ქვეყანაში საზოგადოების წევრების ერთმანეთთან დამოკიდებულებას ომის პერიოდს ადარებს.
„ამ სიტუაციაში ჩვენი ომები მახსენდება „თბილისის ომის დროს“ მხოლოდ რუსთაველზე რომ იყო ომი და სხვა უბნებში ქეიფები და ტაშ-ფანდური იყო... თან მეომრებს ლანძღავდნენ და მათი სიკვდილი უხაროდათ. მერე აფხაზეთის დროს, იქ ომი იყო და დანარჩენი საქართველოდან ხალხი დუბაიში დაფრინავდა „ტავარის“ ჩამოსატანად თან მეომრებს ლანძღავდნენ, მაგათი ბრალია თორემ რა კარგად ვცხოვრობდითო... ახლაც ასეთი ომია, ხალხი იხოცება და სხვა ხალხი დგას და იმათ ლანძღავს ვინც ამ ომში რამენაირ ბრძოლაშია, თუნდაც ექიმებს და თუნდაც აცრილებს... იქნებ რომელიმე ომში იმდენ ხალხს რომ გაენძრია ხელი, რამდენიც ილანძღებოდა, დღეს ყველა ომი მოგებული გვქონოდა. იქნებ ახლა მაინც მოვიგოთ!“ - წერს მაკა რაზმაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ანტივაქსერებიც მასონები არიან - ფარული ! ჩუმად იცრებიან“ - კოტე მათითაშვილი
„ნაადრევ მეტიჩრობას ჯობდა და ახლაც ჯობია ყველა შემთხვევის დეტალური ანალიზი ხდებოდეს“- მაია ბუწაშვილი
კულუმბეგოვი სახელმწიფოს ანტივაქსერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენებას სთხოვს