Digest Logo

„ნაადრევ მეტიჩრობას ჯობდა და ახლაც ჯობია ყველა შემთხვევის დეტალური ანალიზი ხდებოდეს“- მაია ბუწაშვილი

1628588430
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის აზრით, საქართველოში არსებული ეპიდვითარება უკონტროლოა. მედიკოსი ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ყველა რეკორდი მიხსნა, ამასთან ბუწაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა ყველა შემთხვევის დეტალური ანალიზი და მასზე სათანადო რეაგირება. 

„საქართველო, ბოლო 7 დღის განმავლობაში, სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. მანამდე 4 ისეთი ქვეყანაა, გეოგრაფია კარგად თუ არ იცი, შეიძლება არც გქონდეს გაგონილი.

ჩვენ გვახსოვს, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები ჩვენ „გვთხოვდნენ რჩევებს კლინიკურ მენეჯმენტთან დაკავშირებით“ და ისე კარგად იმეცადინეს ამ ჩვენი რჩევებით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენზე ბევრად უფრო გაუმჯობესებული აქვთ.

იქნებ ეს რჩევები ჩვენ თვითონვე გამოვიყენოთ და ამდენი ადამიანი არ დაიღუპოს კოვიდით. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ უამრავი ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით მაღალი აქვს გართულებების და სიკვდილის რისკი, დღემდე აუცრელია.

ოპონენტები ნუ მოიშველიებთ სიკვდილიანობის ჯამურ ციფრებს პანდემიის დაწყებიდან დღემდე. ეს მაღალი მაჩვენებლები იმ ქვეყნებში იყო მაშინ, როცა ჯერ არაფერი იყო ცნობილი კოვიდის მართვაზე და უამრავი შეცდომა იყო კლინიკურ მენეჯმენტში, სანამ დაგროვდა გამოცდილება. ჩვენ კი სწორედ იმ ქვეყნების მიერ დაგროვილი გამოცდილების და ცოდნის გაზიარების მიუხედავად გავასწარით სიკვდილიანობის მაჩვენებლებით.

ამიტომ ნაადრევ მეტიჩრობას ჯობდა და ახლაც ჯობია ყველა შემთხვევის დეტალური ანალიზი ხდებოდეს და შემდეგ რეაგირება, რომ სიტუაცია გამოსწორდეს“, - წერს ბუწაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ეს სტატუსი ხომ წაიკითხეთ? ახლა გააგრძელეთ სქროლვა და „პირადი თავისუფლების“ ჭუ**ს წელვა“- ცვატა ბერძენიშვილი

„არ გაბედოს ვინმემ ანტივაქსერი მიწოდოს, ყველანაირ ლოგიკურ ჯაჭვში გავკვანძავ...“ - ლევან ბახია

„გუშინდელს აქეთ შეძრული და გამწარებული ვარ - კოვიდმა მეგობრის მეუღლე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი წაგვართვა... მივმართავ ყველა ჩემს ნაცნობს... "