Digest Logo

კულუმბეგოვი სახელმწიფოს ანტივაქსერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენებას სთხოვს

1628593215
კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სახელმწიფოს ანტივაქსერების წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი გამოყენებას სთხოვს. მედიკოსი მიიჩნევს, რომ სიცოცხლისათვის. ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა, ან გაყალბება კანონით უნდა დაისაჯოს.

„და მაინც მგონია, რომ ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

აღნიშნულის ბერკეტი მას გააჩნია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ
ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება!

1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
თუ კანონი გაფართოვდება (ამჟამად ეხება მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს) და მასმედიაში აზრის გამომთქმულ ნებისმიერ ექიმს შეეხება, გაცილებით გავაუმჯობესებთ საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს!“- წერს კულუმბეგოვი“, - წერს კულუმბეგოვი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ნაადრევ მეტიჩრობას ჯობდა და ახლაც ჯობია ყველა შემთხვევის დეტალური ანალიზი ხდებოდეს“- მაია ბუწაშვილი

„ეს სტატუსი ხომ წაიკითხეთ? ახლა გააგრძელეთ სქროლვა და „პირადი თავისუფლების“ ჭუ**ს წელვა“- ცვატა ბერძენიშვილი

„არ გაბედოს ვინმემ ანტივაქსერი მიწოდოს, ყველანაირ ლოგიკურ ჯაჭვში გავკვანძავ...“ - ლევან ბახია