Digest Logo

„ამბობენ, მთის კაცებს მთის სალოცავები ეხმარებიან ხოლმეო - წარმომიდგენია, როგორ გუგუნებდნენ დღეს გუდამაყრის მთები“

1627535978
ლაშა ბექაური

მწერალი ნინო თარხნიშვილი წერს თუ რა შეემთხვა ოლიმპიადაზე გასვლამდე ლაშა ბექაურს. ნინო ხაზს უსვამს, რომ სპორტსმენს დიდი ტრავმა ჰქონდა და მან ცალი ხელით მოიგო ოლიმპიადა. 

ამავე პოსტში ის აღნიშნავს, რომ ლაშა და ტოკიოში გამგზავრებული სპორტსმენები ფეისბუკზე დაწერილი კომენტარებით ინტერესდებიან.

„ივნისში, მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ დაბრუნდა ჭანო, ერთ-ერთი პირველი, რაც დაიჩივლა, ბექაურმა მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და შეიძლება ოლიმპიადაზე ვეღარ წავიდეს, ისეთი იჯდა თვითმფრინავში, დანა პირს არ უხსნიდაო. ვახ, მეთქი. შემეცოდა.

როგორია, მიზანი რომ გაქვს, თან როგორი მიზანი, თავს იკლავ და იმ შენ მიზნამდე ერთი თვით ადრე, ყველაფერი თავზე გემხობა.

ჰოდა სასწაული ქნა ამ ბიჭმა და საოცარი ქნეს მისმა მკურნალმა ექიმებმა. შეიძლება ითქვას, რომ ლაშა ბექაურმა ცალი ხელით მოიგო ოლიმპიადა.

ჭანომ გამომიგზავნა ეს ფოტო, აქ მეკითხება, რას წერენ ფეისბუკზეო. ჰო, აინტერესებს, რას წერენ, აბა არა?
ამბობენ, მთის კაცებს მთის სალოცავები ეხმარებიან ხოლმეო. თან იმდენი სალოცავი გვაქვს მთაში, ვინ მოთვლის
წარმომიდგენია, როგორ გუგუნებდნენ დღეს გუდამაყრის მთები, თავისი აქა-იქ შემორჩენილი კომლებით“.

ასევე, დაგაინტერესებთ

პოლიციელების მიერ ნაცემი ლაშა ბექაური, ტრაგიკულად გარდაცვლილი ძმა, ლექსების წერა და გაჭირვებული ცხოვრებიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე - ძიუდოისტის უცნობი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ბექაურს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა

VIDEO: „მინდოდა დიდი მოჭიდავე გავმხდარიყავი“ - ნახეთ, რას ამბობდა ლაშა ბექაური 12 წლის წინ